|
2022-08-16 17:58:24, 1415 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ეფესბე კურსკის ოლქში ელექტროგადამცემი ანძების აფეთქებას „უკრაინული მხარის დივერსიას“ უწოდებს
რუსული FSB-ს მტკიცებით, 4, 9 და 12 აგვისტოს, „უკრაინელმა დივერსანტებმა“ ექვსი ელექტროგადამცემი ანძა ააფეთქეს, რომელიც რუსეთში კურსკის რეგიონის ატომურ ელექტროსადგურს ეკუთვნის. მათი მეშვეობით, კურსკის რეგიონის სამრეწველო, სატრანსპორტო და სოციალური ობიექტები ელექტროენერგიით მარაგდება. რუსული მედიის ცნობით, 16 აგვისტოს დაუდგენელმა პირებმა ასევე ააფეთქეს რკინიგზის ნაწილი, რომელზეც მხოლოდ სატვირთო მატარებლები დადიან. "4, 9 და 12 აგვისტოს, კურსკის ოლქის კურჩატოვის რაიონში, უკრაინულმა დივერსიულმა ჯგუფებმა ააფეთქეს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ექვსი ანძა (110, 330 და 750 კვ). დაირღვა ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ტექნოლოგიური პროცესი"- ნათქვამია FSB-ის განცხადებაში. მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლით დაიწყო, რაც ტერორისტული აქტის მოწყობას გულისხმობს. გამოძიებაში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი განყოფილებაა ჩარრთული. ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ყირიმში საბრძოლო მასალის საცავში მომხდარ აფეთქებებს დივერსია უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)