|
2022-08-16 16:11:48, 1035 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის წარმომადგენელი გაეროში -საქართველოს მოქმედმა ლიდერებმა აღიარეს უგუნური შეცდომა, რომელიც სააკაშვილმა 2008 წელს დაუშვა
საქართველოს მოქმედმა ლიდერებმა აღიარეს უგუნური შეცდომა, რომელიც სააკაშვილმა 2008 წელს დაუშვა,- ამის შესახებ რუსეთის ელჩის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 2008 წლის მოვლენები სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან, საქართველოსთვის უზარმაზარი პრობლემებით დასრულდა. „შემიძლია გითხრათ, რომ 2008 წლის აგვისტოში, როგორც თქვენ იცით ადგილი ჰქონდა დიდ პროვოკაციას სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან, რომელიც დასრულდა საქართველოსთვის უზარმაზარი პრობლემებით და ჩამოყალიბდა, ორი დამოუკიდებელი რესპუბლიკა. მას შემდეგ რეჟიმი შეიცვალა და საქართველოს მოქმედმა ლიდერებმა შეაფასეს ეს მოვლენები. მათ აღიარეს ეს უგუნური შეცდომა, რომელიც დაუშვა სააკაშვილმა. მათ ასევე ძალიან კარგად იციან ამ სიტუაციაში გარე ძალების როლი. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში მხოლოდ ის შეიცვალა, რომ დასავლურმა სახელმწიფოებმა დაბლოკეს ჟენევის მოლაპარაკებები, რომელშიც საქართველო, რუსეთი და ორი დამოუკიდებელი რესპუბლიკა მონაწილეობდა. ეს არ ყოფილა ჩვენი არჩევანი, ეს არ დაეხმარება ვითარების გაუმჯობესებას”,- განაცხადა პოლიანსკიმ. შეგახსნებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და 2008 წლის აგვისტოს ომზე იმსჯელეს.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)