21:41 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-15 14:31:44, 1173 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ვიდრე დევნილებს აფხაზეთში და სამაჩაბლოში დავაბრუნებთ, თბილისსა და სხვა ქალაქებში ღირსეული საცხოვრებლები უნდა ჰქონდეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაზე ისაუბრა.

 მთავრობის სხდომაზე  განკარგულების პროექტი დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც კიდევ 850 დევნილ ოჯახს საკუთარებაში საცხოვრებელი ბინები გადაეცემა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საცხოვრებელი ბინები მდებარეობს თბილისში, ზუგდიდში და ქუთაისში.

„ჩვენ დღეს, მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც კიდევ 850 დევნილ ოჯახს საკუთარებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, რომლებიც მდებარეობს თბილისში, ზუგდიდში და ქუთაისში. იცით, რომ ბატონი ზურაბ აზარაშვილი მუშაობს ახლა განვადებით მშენებლობის საკითხებზე მშენებელ კომპანიებთან, ძალიან მალე გამოაცხადებენ და დასრულდება აუქციონები და დავიწყებთ ათასობით ბინის მშენებლობას დევნილებისთვის. მანამ, სანამ ჩვენს დევნილებს დავაბრუნებთ აფხაზეთში და სამაჩაბლოში, მანამდე აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ ღირსეული საცხოვრებელი პირობები თბილისსა და სხვა ქალაქებში", - განაცხადა პრემიერმა.

 
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics