|
2022-08-15 13:09:06, 1184 ნახვა
პოლიტიკა
მელია - „რუსულ ოცნებას“ ახდენა არ უწერია არც აქ საქართველოში, არც უკრაინაში და არც არსად, სადაც უნდათ თავისუფლება და არა მონობა
„რუსულ ოცნებას“ ახდენა არ უწერია არც აქ საქართველოში, არც უკრაინაში და არც არსად, სადაც უნდათ თავისუფლება და არა მონობა,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. მელიას თქმით, ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, ივანიშვილის რუსული მმართველობა არის დაბრკოლება ევროკავშირის გზაზე. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით საქართველომ განიცადა უკუსვლა და რეგრესი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაკანონის უზენაესობის სფეროში. „ორი დღის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის ანგარიში. დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს შანსს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი არსებული ხელისუფლების პირობებში. ამ დოკუმენტის მიხედვით საქართველომ განიცადა უკუსვლა და რეგრესი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის სფეროში. ანგარიშში ნათქვამია რომ საქართველოში არჩევნები ყალბდება, თავს ესხმიან ჟურნალისტებს, სახალხო დამცველს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ქვეყანაში პოლიტიკური დევნაა და სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია. ეს არის კიდევ ერთი განაცხადი, რომ ივანიშვილის რუსული მმართველობა არის დაბრკოლება ევროკავშირის გზაზე“,- განაცხადა მელიამ. მისივე თქმით, „რუსული ოცნება“ განზრახ არ ასრულებს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელოვან 12 მოთხოვნას, არაფერს არ აკეთებს და არც გააკეთებს. „დეტალურად წარმოგიდგინეთ ფაქტები რომ „რუსული ოცნება“ განზრახ არ ასრულებს ქვეყნისთვის ამ სასიცოცხლო მნიშვნელოვან 12 მოთხოვნას. არაფერს არ აკეთებს და არც გააკეთებს. ეს არის მათი რუსული დავალება და ამიტომაც იქცევიან ასე. ან რას ვითხოვთ მათგან, ვინც უარი თქვა სამშობლოზე და დათანხმდა დავალებაზე, აახდინოს „რუსული ოცნება“ საქართველოში, „რუსულ ოცნებას“ ახდენა არ უწერია არც აქ საქართველოში, არც უკრაინაში და არც არსად, სადაც უნდათ თავისუფლება და არა მონობა. ერთი სიტყვით, ადამიანად ყოფნა სადაც უნდათ, „რუსული ოცნება“ არ ახდება და იმპერიის ისეთ ჭაობში არ ამოვყოფთ თავს ბიძინა ივანიშვილო, სადაც თქვენ გსურთ რომ ჭაობში ბაყაყებად ვიქცეთ და მხოლოდ ვიყინოთ. ეს არ მოხდება და ამას ყველა ერთად, არცთუ შორეულ პერსპექტივაში დავინახავთ“,- დასძინა მელიამ.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)