14:51 - 23 Jul, 2026
|
2022-08-15 10:37:49, 1303 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ელჩი - მოსკოვის ინტერესებიდან გამომდინარე, თალიბანთან ურთიერთობა აუცილებელია
ავღანეთში რუსეთის ელჩმა, დიმიტრი ჟირინოვმა, განაცხადა რომ მოსკოვის ინტერესებიდან გამომდინარე, თალიბანთან მუშაობა აუცილებელია. ჟირნოვმა დასძინა, რომ მოსკოვსა და თალიბანის მთავრობის ვაჭრობის სამინისტროს დელეგაციას შორის მოლაპარაკებების გამართვა იგეგმება. "თალიბანი, როგორიც არ უნდა მოექცე მათ, რეალობაა, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მათთან იქ, სადაც ეს ჩვენს ინტერესებს შეესაბამება და სადაც საჭიროა რუსეთის წინაშე არსებული ამოცანების გადაჭრა “, - განაცხადა დიმიტრი ჟირნოვმა "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში. როგორც ცნობილია, ავღანეთი რუსეთისთვის ნავთობის, მარცვლეულის, მზესუმზირის ზეთის მიწოდების განხილვას გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)