14:51 - 23 Jul, 2026
|
2022-08-14 17:13:56, 1298 ნახვა
მსოფლიო
აფეთქება ერევანში - დაიღუპა ერთი, დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი
სომხეთის დედაქალაქ ერევანში, სავაჭრო ცენტრ სურმალუში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 45-ს მიაღწია, ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება Trend სომხურ მედიაზე დაყრდნობით. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ოთხ ადგილას მიმდინარეობს. სამუშაოებში ერევნის მუნიციპალიტეტის თოთხმეტი წყალგამტარი, რვა სატვირთო და სამი ტრაქტორია ჩართული. ცეცხლი 2 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიებიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს. თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქება უკავშირდება სავაჭრო ცენტრში, ერთ-ერთ მაღაზიაში არსებულ პიროტექნიკას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)