|
2022-08-14 13:22:34, 1482 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთის საგარეო - ვმუშაობთ კონცეფციის შემუშავებაზე, რომელიც რუსებისთვის ვიზების გაცემას აკრძალავს
უკრაინამ , ესტონეთმა, ლატვიამ, ფინეთმა და ჩეხეთმა. მოუწოდეს ევროკავშირს შეზღუდოს ან დაბლოკოს შენგენის მოკლევადიანი ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის, მათი ქვეყნის ჯარების უკრაინაში შეჭრის გამო . ახლა პოლონეთი ასევე განიხილავს რუსეთის მოქალაქეებისთის ტურისტული ვიზების შეზღუდვას. ”პოლონეთი მუშაობს კონცეფციის შემუშავებაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის რუსებისთვის ვიზების გაცემის დაბლოკვას”, - განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პიოტრ ვავრზიკმა საინფორმაციო სააგენტო PAP-ს და დასძინა, რომ გადაწყვეტილება უახლოეს კვირებში მიიღება. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარყო მოწოდებები სავიზო შეზღუდვის შესახებ და თქვა, რომ რუსებისთვის ვიზების სრული აკრძალვა „ძნელი წარმოსადგენია.“ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, ამ საკითხს ამ თვეში დაგეგმილ არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილავენ, თუმცა ნებისმიერი ასეთი პოლიტიკის განსახორციელებლად, ბლოკის 27 წევრის საყოველთაო თანხმობა იქნება საჭირო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)