|
2022-08-12 15:57:33, 1143 ნახვა
პოლიტიკა
გოგაშვილი - გომელაურმა მითხრა, რომ თუ არ გავჩუმდები და გავჩერდები მკაცრად დამსჯის
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს. წერილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მიერ, სასურველი ჩვენების მიცემის მიზნით, განხორციელებულ შანტაჟს ეხება. გოგაშვილი აღნიშნავს, რომ გომელაური საუბრის გახმაურების შემთხვევაში პრობლემების დამატებით დაემუქრა, როგორიცაა „ საკანში აკრძალული ნივთის აღმოჩენა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების პროვოკაცია.“ "კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩემთან მუქარის გადმოცემა მოხდა შინაგან საქმეთა მინისტრის საშუალებით. მან განმიმარტა, რომ არ უნდა მეხსენებინა მისი სახელი. ის ძალიან გაბრაზებულია და თუ არ გავჩუმდები და გავჩერდები მკაცრად დამსჯის. აქამდე რაც გავაჟღერე, ის უნდა გამომესწორებინა შესაბამისი ჩვენებებით და მეტი აღარ უნდა მეხსენებინა ივანიშვილის გვარი. უარის შემთხვევაში, შედეგი იქნებოდა უმძიმესი ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ. მან ასევე გამაფრთხილა, რომ თუ ამ საუბარს გავახმაურებდი, კიდევ დამიმატებდა პრობლემებს, როგორიცაა საკანში აკრძალული ნივთის აღმოჩენა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ პროვოცირებული პროვოკაცია", - აღნიშნულია გოგაშვილის წერილში.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)