14:51 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-12 13:57:07, 1037 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის ყოფილი კანცლერი ბუნდესტაგს უჩივის

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, გერჰარდ შრიოდერმა,  ბუნდესტაგის პარლამენტის ქვედა პალატის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.

78 წლის შროიდერი, რომელიც კანცლერისთვის განკუთვნილი პრივილეგიების აღდგენას ითხოვს, მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სიახლოვისა და სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ ენერგეტიკულ კომპანიებში ჩართულობის გამო.

 შროიდერის გადასახადის გადამხდელთა მიერ დაფინანსებული ოფისის დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება„ეწინააღმდეგებოდა კანონის უზენაესობას“,- განუცხადა შროიდერის ადვოკატმა,  მაიკლ ნაგელმა საზოგადოებრივ მაუწყებელს.  სპეციალურმა კომიტეტმა დაასკვნა, რომ შროიდერი, რომელიც კანცლერის თანამდებობა1998 წლიდან 2005 წლამდე იკავებდა, „აღარ ასრულებდა თავისი ოფისის  ვალდებულებებს“.

ყოფილი კანცლერი  პუტინს ივლისში შეხვდა, რის შემდეგაც მან თქვა, რომ მოსკოვი მზად არის უკრაინის ომის "მოლაპარაკებით გადაწყვეტისთვის" - კომენტარები უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაფასა და "ამაზრზენი" უწოდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics