|
2022-08-11 22:01:19, 1419 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილი - წერილში მოყვანილი ფაქტები სიმართლეა, აუცილებელია საზოგადოებამ ეს იცოდეს
კითხვებზე პასუხი ნამდვილად ვერ მივიღეთ, ეს სამწუხაროა. თუმცა, გამოიკვეთა მთელი პროცესი. კიდევ ვხედავთ საშიშროებას და ნუ განვსაზღვრავთ მხოლოდ იმით, რომ ვინმე პირდაპირ მოგვიწოდებს, გინდა თუა არა ახლა ხელში იარაღი აიღე და ომში ჩართე. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით,წერილში მოყვანილი ფაქტები სიმართლეა, აუცილებელია საზოგადოებამ ეს იცოდეს. "კითხვებზე პასუხი ნამდვილად ვერ მივიღეთ, ეს სამწუხაროა. თუმცა, გამოიკვეთა მთელი პროცესი. კიდევ ვხედავთ საშიშროებას და ნუ განვსაზღვრავთ მხოლოდ იმით, რომ ვინმე პირდაპირ მოგვიწოდებს, გინდა თუა არა ახლა ხელში იარაღი აიღე და ომში ჩართე. მთელი ეს პროცესი, რაც ბოლო სამი წლის მანძილზე იყო,აღწერილია წერილში, თუ რა ვნებათაღელვა იყო სხვადასხვა მიმართულებებით. ეს ეხება 20 ივნისის თემას, ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის წარმოჩენას და ეს ორმაგი სტანდარტი, დამოკიდებულება პროპორციული არჩევნების თემატიკასთან, სადაც 120/30-ზე იყო. აქ ყველაფერი იმის და მიუხედავად, რომ თითქოს ზედაპირულად ჩანდა, რომ ინსტიტუციების გასაძლიერებლად კეთდება ეს ყველაფერი, პირიქით იყო მიმართული. ხელოვნურად კეთდებოდა პოლიტიკური პარტიების და მესამე სექტორის მიერ და სწორედ ამაში ვგულისხმობთ ამერიკის საელჩოს როლს, რომელიც პირდაპირ მფარველობს ამ ადამიანებს. დაამთავრონ ეს ორმაგი სტანდარტი, პირდაპირ ესაუბრონ საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ ლეგიტიმურ ხელისუფლებას და არ მოხდეს ასეთი მანიპულაციები, რომელიც ზედაპირზეა. წერილში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს შეესაბამება და აუცილებელია, ჩვენმა საზოგადოებამ ეს სიმართლე იცოდეს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)