02:20 - 29 Jul, 2026
|
2022-08-11 13:58:41, 1032 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა შინდისში 17 გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა- გიორგი ბუთხუზმა და ალექსანდრე დარახველიძემ, მთავრობის წევრებთან, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, შინდისში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 17 გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.სოფელ შინდისში დაღუპული მებრძოლების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. გმირთა მემორიალთან დაღუპულთა ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. შეგახსნებთ, რომ შინდისის ბრძოლიდან 14 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)