23:55 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-10 19:11:18, 1255 ნახვა

ეკონომიკა
MAN-ის 16-ტონიანი სატვირთოს გაწევით ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა

7-9 აგვისტოს, „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ მხარდაჭერით, ბათუმში გამართულ უძლიერეს მამაკაცთა საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა ათლეტმა ბაგრატ ჟღენტმა უმძიმესი სახმელეთო ტრანსპორტის კბილებით გაწევაში გინესის რეკორდი დაამყარა. მსოფლიოს ორგზის რეკორდსმენმა MAN TGX–ის 16-ტონიანი სატვირთო ავტომობილი კბილებით გასწია და არსებული რეკორდი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. აქამდე რეკორდი ეგვიპტელ ათლეტს ეკუთვნოდა, რომელმაც 15 ტონისა და 730 კილოგრამის გაწევა შეძლო.

გინესის რეკორდსმენი ბაგრატ ჟღენტი: „განსაკუთრებულად ვემზადებოდი და სპეციალური პროგრამით ვვარჯიშობდი რეკორდის დასამყარებლად. ძალიან დამეხმარა გულშემატკივართა ემოციები, მათი გამამხნევებელი შეძახილები და შევძელი დასახული მიზნის მიღწევა. მომავალში ვაპირებ რეკორდის გაუმჯობესებას“.

გინესის რეკორდის დამყარების გარდა, საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში, ევროპის ღია გუნდური თასი უძლიერეს მამაკაცთა შორის სხვადასხვა დისციპლინებში ჩატარდა. შეჯიბრებაში მსოფლიოს 6 ქვეყნიდან 25 სპორტსმენი მონაწილეობდა.

მოუხერხებელი მორის აწევაში ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა სამივე წონით კატეგორიაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს. საქართველოს ნაკრები ლიდერი იყო მძიმე წონის სწრაფ აწევასა და  გადაადგილებაშიც. სპორტსმენებმა გამარჯვება აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნეს.

ტურნირი „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ მხარდაჭერითა და სპონსორობით გაიმართა. კომპანია ძალისმიერი სპორტის აქტიური მხარდამჭერია და მის განვითარებაზე წლებია ზრუნავს.

„თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ლიდერი კომპანიაა სატვირთო ავტომობილების, პროდუქტებისა და სერვისის მიმართულებით. კომპანია 2006 წელს დაარსდა და სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელი გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოში.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics