22:17 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-10 14:09:36, 1378 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო სარდლობა - სამხედრო აეროდრომზე აფეთქებების შედეგად, ოკუპანტების 9 თვითმფრინავი განადგურდა

რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში გუშინ, საკის სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები მოხდა, რის შედეგადაც ოკუპანტების 9 თვითმფრინავი განადგურდა,- აღნიშნულის შესახებ ინფრომაციას უკრაინის შეიარაღებული საჰაერო ძალები ავრცელებს.

„საკი! მინუს ოკუპანტების 9 თვითმფრინავი", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ყირიმში გუშინ ნოვოფედოროვკას სამხედრო საჰაერო ბაზაზე ძლიერი აფეთქებები მოხდა. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი სამხედრო აეროდრომის ასაფრენ ბილიკს და საბრძოლო მასალის საცავებს გაუჩნდა. 

მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.

ამასთან, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყირიმში აფეთქებების მიზეზი საბრძოლო მასალის აფეთქება გახდა. უკრაინის თავდაცვის დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ  ხანძრის გამომწვევი მიზეზი ვერ დაადგინეს , თუმცა მოწინააღმდეგეებს კიდევ ერთხელ ურჩიეს, დაეცვათ სახანძრო უსაფრთხოების წესები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics