|
2022-08-08 12:18:23, 807 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ვერ მიაღწიეს მიზანს და მეორე ფრონტი ვერ გადმოიტანეს საქართველოში, ახლა უნდათ შეაფერხონ ტურიზმი
ვერ მიაღწიეს მათ მიზანს და მეორე ფრონტი ვერ გადმოიტანეს საქართველოში, ახლა უნდათ შეაფერხონ ტურიზმი და ტურისტების შემოდინება საქართველოში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ტურიზმის სფეროს შეფერხება, აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ქვეყნის ეკონომიკასა და მოქალაქეებზე. „მე გეტყვით შემდეგ რაღაცას, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, ჩვენი ქვეყანა აი იმ მოღალატეებს, ვინც ეს ომი ვერ ააცილა და არ ააცილა ჩვენს ქვეყანას, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი ყოფილიყო, მათი ეს გეგმა ჩაიშალა და ჩაიშლება ყოველთვის, ამის შემდეგ მათ დაიწყეს, მათ ნახეს, რომ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა არის მთელს მსოფლიოში საქართველოში, არცერთ ქვეყანაში არ მიმდინარეობს ასეთი პროგრესი და მესამე, ახლა ვინაიდან ვერ მიაღწიეს მათ მიზანს და მეორე ფრონტი ვერ გადმოიტანეს საქართველოში, ახლა უნდათ რაიმენაირად დააზიანონ ისევ ჩვენი მოქალაქეები და რითი, ტურიზმი, როცა უნდათ, რომ შეაფერხონ ტურიზმი, ტურისტების შემოდინება საქართველოში, ეს ვისზე აისახება, აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ეკონომიკაზე, ჩვენს ხალხზე, ჩვენს მოქალაქეებზე ასე რომ, ერთ რამეს გეტყვით, რომ ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, იყოს სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიის განვითარება აი ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)