|
2022-08-07 15:45:35, 2496 ნახვა
პოლიტიკა
ლიეტუვის საგარეო 2008 წლის ომზე - მაშინ მსოფლიოს უნდა შეეჩერებინა პუტინი, გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ
მაშინ მსოფლიოს უნდა შეეჩერებინა პუტინი, გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ, - ასე ეხმიანება ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წლის გასვლას. ლიეტუვა ასევე აღნიშნავს, რომ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. "ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. 14 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. აგრესიამ გვაჩვენა განახლებული და მუდმივად მზარდი რუსული რევანშიზმი. მაშინ მსოფლიოს უნდა შეეჩერებინა პუტინი. გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ. რუსეთი ახლა უკრაინაში უნდა შევაჩეროთ. საკმარისია", - წერია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. ის საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას წარმოადგენს, რომელმაც ქვეყანას უმძიმესი შედეგები მოუტანა.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)