|
2022-08-05 13:22:27, 1143 ნახვა
პოლიტიკა
რიჟვაძე რუს ტურისტებზე - მიზანმიმართული კამპანია და პროპაგანდაა, რომ როგორმე ჩაშალონ სეზონი
აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, თორნიკე რიჟვაზე, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას და მათი გაზრდილი რაოდენობის შესახებ საზოგადოებაში არსებულ უკმაყოფილებას ეხმაურება. რიჟვაძე რუსეთის მოქალაქეების დიდ ნაკადს წარმატებულ ტურისტულ სეზონს უკავშირებს და აცხადებს, რომ ტურიზმი პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა, რაც „მტრებს“ არ უხარიათ. მთავრობის ხელმძღვანელის განმარტებით, „პროვოკაციები თავიდან იქნება აცილებული.“ "მე მინდა მივუსამძიმრო ჩვენს მტრებს, ვინაიდან როგორც ეკონომიკურ ასევე ტურიზმი ძალიან სწრაფად დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას. რა თქმა უნდა მიზანმიმართული კამპანია და პროპაგანდა, რაც მიმდინარეობს მიმართულია და მიზნად ისახავს, რომ როგორმე ჩვენი ხალხისა და ქვეყნის მტრებმა ჩაშალონ სეზონი და რა თქნა უნდა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროვოკაციები იქნეს თავიდან აცილებული. წლევანდელი ტურისრული სეზონი ისტორიაში ყველაზე წარმატებული იქნება,"- აცხადებს რიჟვაძე
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)