|
2022-08-04 16:40:36, 1206 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - თურმე, პარლამენტის 48 დეპუტატს მიაჩნია, რომ ქართული სახელმწიფო სახელმწიფო არ არის
პარლამენტის 48 დეპუტატს მიაჩნია, რომ ქართული სახელმწიფო სახელმწიფო არ არის, რადგან მათ, ასევე მიაჩნიათ, რომ კითხვის დასმა და თხოვნა ამ კითხვაზე მკაფიო პასუხის გაცემის, ნიშნავს თავდასხმას და ე.ი. მათ სახელმწიფოდ ეს ქვეყანა არ მიაჩნიათ, ეს არის ძალიან ცუდი,’’- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვისაც კითხვის დასმა თავდასხმად მიაჩნია, მას ასევე მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა სახელმწიფო არ არის. ,,ამ ფსიქოლოგიით არათუ ოპოზიციაში, არამედ არსად არ უნდა იყოს ადამიანი. არ უნდა იყოს საჯარო პირი საერთოდ, რომელსაც მიაჩნია, რომ კითხვის დასმა არის თავდასხმა, ვისაც არ უნდა შეეხებოდეს, თუნდაც ჩვენი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩთან დაკავშირებით იყო ეს კითხვები და ჩვენი მხრიდან იყო კითხვებზე პასუხის გაცემის თხოვნა. რადგან 48 დეპუტატს ესე მიაჩნიათ, რომ ეს არის თავდასხმა, ეს ნიშნავს, რომ მათ მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყანა სახელმწიფო არ არის,’’- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)