|
2022-07-30 13:11:10, 1702 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორელი - პუტინს მოუწევს გააკეთოს არჩევანი იარაღსა და მოსახლეობისთვის კარაქის ქონას შორის
ძალიან მალე პუტინს არჩევანის გაკეთება იარაღსა და მოსახლეობისთვის კარაქის ქონას შორის მოუწევს,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით, რუსულ ომის მანქანას არ სჭირდება მხოლოდ ფული, არამედ ტექნოლოგიებიც. „რუსულ ომის მანქანას არ სჭირდება მხოლოდ ფული, არამედ ტექნოლოგიები. შეხედეთ დაზიანებული რუსული ტანკებს და დაინახავთ რამდენი ელექტრონული კომპონენტი აქვს მას დასავლური კომპანიებიდან. თუმცა სანქციების შედეგაგ რუსებს აღარ ექნებათ მათთან წვდომა. ძალიან მალე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არჩევანის გაკეთება იარაღსა და მოსახლეობისთვის კარაქის ქონას შორის მოუწევს ",- განაცხადა ბორელმა. ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 10%-ით შემცირდება, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე დიდ რეცესიას გამოიწვევს.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)