|
2022-07-28 13:55:35, 1017 ნახვა
პოლიტიკა
„ალტ-ინფო“ ფინანსური კრიზისის წინაშე დგას - მათ ტელეარხსა და ოფისებს დახურვა ემუქრებათ
ძალადობრივი და ჰომოფობიური გაერთიანება "ალტ-ინფოს" მიერ დაფუძნებულ ტელევიზიას დახურვა ემუქრება, ვინაიდან არხი, ფინანსური კრიზისის გამო, მაუწყებლობის შეჩერების საფრთხის წინაშე დგას. როგორც პრორუსული ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ "რადიო თავსუფლებასთან" საუბრისას აღნიშნა, საუბარი მიდის პარტიების ოფისების შემცირებაზეც. "ფინანსებთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი დამფინანსებლების უმრავლესობას, რომლებსაც ბანკებსა და ორგანიზაციებში ჰქონდათ ბიზნესაქტივობა, მისცეს მითითება, რომ ჩვენთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონდეთ. ეს ახსნეს იმით, რომ ამ ბანკების და კომპანიების პარტნიორები არიან უცხოელები, რომლებისთვისაც ეს არის პრობლემა. უცხოელმა მფლობელებმა მოსთხოვეს ბანკის მენეჯმენტს ამის გატარება, რაზეც ამბობენ, რომ არის ელჩების მითითება და განსაკუთრებით აქტიურობს აშშ-ის ელჩი. პარტიაშიც იგივე პრობლემებია. იქ ცალკე ვმუშაობთ, რა გამოვა, ჯერ ვერ გეტყვით. [პარტიების ოფისების შემცირებაზეც] არის საუბარი, გააჩნია რა ფინანსები გვექნება, მანდედან გამომდინარე ვიმოქმედებთ", - ამბობს მორგოშია.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)