|
2022-07-28 13:18:38, 1565 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით საქველმოქმედო ფონდ „იალქანს“ ბავშვების დღის ცენტრის მშენებლობისთვის ქობულეთში მიწის ფართი გადაეცა
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით საქველმოქმედო ფონდ „იალქანს" ბავშვების დღის ცენტრის მშენებლობისთვის ქობულეთში მიწის ფართი გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით საქველმოქმედო ფონდ „იალქანს" მიუსაფარი ბავშვების დღის ცენტრის მშენებლობის განხორციელების მიზნით, ქობულეთში 1500 კვ მიწის ფართი გადასცა. ახალი ცენტრი დამატებით 30 ბავშვზე იქნება გათვლილი და 24 საათის განმავლობაში მოემსახურება შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციარებს. „როგორც იცით, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მოქალაქეებზე, ჩვენს მცხოვრებლებზე ზრუნვას და განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტს სწორედ ბავშვები წარმოადგენენ. ჩვენ ორი წლის წინ ფონდ „იალქანს" გადავეცით ფართი, რომლის საფუძველზეც მოეწყო დღის ცენტრი, რომლითაც 80-ზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დამატებით, ქობულეთში ფონდს გამოვუყოთ მიწის ნაკვეთი, სადაც მოეწყობა ახალი 24 საათიანი ცენტრი და მოემსახურება 30-ზე მეტ ბავშვს" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)