|
2022-07-28 12:23:48, 1687 ნახვა
რეგიონი
Batumi Discount Card - ის განახლებული ბარათით აჭარაში ტურისტებს 40%-მდე ფასდაკლების მიღება შეუძლიათ
აჭარაში დასვენებისას ტურისტებს განახლებული ფასდაკლებების ბარათით „Batumi Discount Card” შეუძლიათ ისარგებლონ. ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმველო, იახტკლუბი, კინოთეატრი „აპოლო“, ჯომარდობა და ზიპლაინი, გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი, საბაგირო გზა „არგო“ იმ 50-მდე ტურისტულ ობიექტს შორისაა, სადაც ტურისტებს “Batumi Discount Card”-ით 40%-მდე ფასდაკლების მიღება შეუძლიათ. ფასდაკლების ბარათი Batumi Discount Card არის ერთიანი ფასდაკლების ვაუჩერი, რომელშიც თავმოყრილია აჭარის რეგიონში არსებული საინტერესო ტურისტული ობიექტები, რომლებიც ტურისტებს 10-40%-მდე ფასდაკლებას სთავაზობენ. გარდა კონკრეტულ ობიექტებზე ფასდაკლებებისა ბარათი შეიცავს მუნიციპალური ტრანსპორტის 10 მგზავრობას, უფასო სიმბარათს 1 GB ინტერნეტით ანგარიშზე, ბათუმის ტურისტულ რუკებსა და გზამკვლევებს. Batumi Discount Card-ის შექმნის მიზანი ტურისტებისთვის აჭარაში მოგზაურობის გამარტივება და მათი წახალიხებაა მოინახულონ უფრო მეტი ტურისტული ობიექტები რეგიონში დასვენებისას. ბარათის გამოყენების, ფასდაკლებებისა და პროექტში მონაწილე ტურისტული ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავასებულია ვებპორტალზე https://visitajara.com/ka/discounts. ფასდაკლებების ბარათები შეძენა როგორც ონლაინ ვებ-გვერდზე, ისე ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებშია შესაძლებელი. ბარათის განახლება ყოველწლიურად ხდება, მას ემატება ახალი ობიექტები და სერვისები, იხვეწება ტურისტულ ობიექტებთან თანამშრომლობის პირობები, რაც მას კიდევ უფრო საინტერესოსა და პოპულარულს ხდის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)