|
2022-07-27 11:54:19, 853 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე - წერილი ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს, ის გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით
"ქართული ოცნების" დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილი "ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს", რადგან "ის გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით". სარჯველაძის თქმით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება ახლა ხელისუფლებამ შეინარჩუნოს სტაბილურად კარგი ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან. "წერილი მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს, იმიტომ, რომ ის გამსჭვალულია ერთი მხრივ, პატრიოტული სულისკვეთებით, ქვეყნისთვის პრიორიტეტულად მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ პოზიციაა წარმოდგენილი და ერთ მნიშვნელოვნად დადებითად შესაფასებელი დამოკიდებულებები, რომელიც ამ საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით არსებობს. მნიშვნელოვანია ითქვას,რომ რაც შეეხება იმ ფრაგმენტს, რომელიც ეხება იგივე სტრატეგიულ პარტნიორობას, ეს მოითხოვს რა თქმა უნდა განსაკუთრებულად შეფასებას, განსაკუთრებულად აღნიშვნას, რომ მოწოდება საგარეო ვექტორთან მიმართებაში, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება ახლა ხელისუფლებამ შეინარჩუნოს ის სტაბილურად კარგი ურთიერთობები, რომელიც არსებობს სტრატეგიულ პარტნიორებთან", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც დაადასტურა, რომ აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს სამი საათის განმავლობაში ხვდებოდა. ოლიგარქმა ასევე გააგრძელა მმართველი პარტიის რიტორიკა იმის შესახებ, რომ "გარკვეულ ძალებს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ". სრული განცხადება შეგიძლიათ ნახოთ აქ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)