|
2022-07-26 16:39:44, 1107 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - აშშ საელჩო იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და თუ საჭიროა მოსამართლესთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთოს
„როგორც მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაში აშშ-ის ჩართულობის გულშემატკივარმა, ვიცი, წლების განმავლობაში რამხელა ენერგიაა აშშ-ის მხრიდან ამ საქმეში და ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილი არ მიადგეს ამ დახმარებას. მექნებოდა მოლოდინი, რომ ამ მხრივ აშშ-ის საელჩო იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და თუკი საჭიროა განმარტებების გაკეთება, მათ შორის, მოსამართლის მიმართ პირადად ან საჯაროდ, გამონახონ ფორმა და ეს განმარტებები გააკეთონ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. “ცოტა გასაკვირია ეს ბუნდოვანება, რომელიც, სამწუხაროდ, ამ საკითხში რჩება. წლების განმავლობაში ვმუშაობდი გერმანულ ორგანიზაციაში, რომელიც სწორედ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სამივე ქვეყანაში რეფორმების ხელშეწყობით იყო დაკავებული გერმანიის მთავრობის მხრიდან. ვიყავი ისეთ პროგრამებში ჩართული, რომელიც მოსამართლეების კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობდა ხელს, მათ შორის, საზღვარგარეთ. კარგად ვიცი, თუ რამხელა წვლილი, როლი და ღვაწლი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში სასამართლო სისტემის და ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისთვის. ამიტომ, მიკვირს, რომ ეს ბუნდოვანება კვლავ შენარჩუნებულია. ჩვენ მოვისმინეთ მოსამართლის ძალიან მძიმე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდა ზეწოლასთან - ეს ერთი და მეორე - შესაძლოა, საქმე გვქონდა დისკრიმინაციულ მიდგომასთან მოსამართლის მიმართ. ამაზე, ნაცვლად გამჭვირვალე განმარტებისა, სამწუხაროდ, ბუნდოვანებაა. როგორც გულშემატკივარმა ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობისა მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაში, ვიცი, წლების განმავლობაში რამხელა ენერგიაა ჩადებული შეერთებული შტატების მხრიდან ამ საქმეში, ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, ჩრდილი არ მიადგეს ამ დახმარებას და მექნებოდა მოლოდინი, რომ ამ მხრივ აშშ-ის საელჩო იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და თუკი საჭიროა განმარტებების გაკეთება, მათ შორის, მოსამართლის მიმართ პირადად ან საჯაროდ, გამონახონ ფორმა და ეს განმარტებები გააკეთონ" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)