23:57 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-26 12:12:43, 1067 ნახვა

ეკონომიკა
ქართული ღვინის დეგუსტაცია გერმანიის ქალაქ ლაიფციგში გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრის (GBDC) ორგანიზებით, ქალაქ ლაიფციგში გამართულ დეგუსტაციაზე, ქართული ღვინის მწარმოებელმა 36 კომპანიამ 100-ზე მეტი სხვადასხვა ღვინო წარადგინა. 

სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის დეგუსტაციის ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ ლაიფციგის სავაჭრო სამრეწველო პალატის, ლაიფციგის ქართული დიასპორის, ღვინის მაღაზიების,  რესტორნების  და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ღვინის ტრეიდერები და მარკეტოლოგები გერმანიის სხვადასხვა ქალაქიდან. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო როგორც მცირე მარნების, ისე დიდი და საშუალო კომპანიების ქართული ღვინო.

„პრეზენტაციებს საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრის (GBDC) ხელმძღვანელი სერგო ბარამიძე და ქართველი მეღვინეები უძღვებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, ონლაინ მასტერკლასის საშუალებით, მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინის ისტორიას, ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებასა და ქართული ღვინის ინდუსტრიის მიმოხილვას. მასტერკლასი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის სამსახურის უფროსმა, დავით ჩიჩუამ გამართა.

საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრის (GBDC0) ორგანიზებით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის და გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობის ღონისძიებები, მათ შორის, ბიზნესექტორის წარმომადგენლების შეხვედრები და დეგუსტაციები ასევე გაიმართა გერმანიის  ქალაქებში: ჰამბურგი, ბერლინი, გეიზენჰაიმი, ფრანკფურტი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics