|
2022-07-26 12:11:14, 1018 ნახვა
საზოგადოება
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა. სემინარის დასკვნითი დღე ეროვნული უსაფრთხოების სისტემისთვის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის როლის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის შესახებ მსჯელობას დაეთმო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, დისკუსიების შემდეგ კურსის მსმენელებმა სიმულაციური კრიზისის სცენარის მიხედვით მომზადებული სამუშაო პრეზენტაციები წარადგინეს. ღონისძიების დასკვნით ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კურსის განმავლობაში სამთავრობო, არასამთავრობო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის შესახებ მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირებისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტების მოხსენებები მოისმინეს. „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი” თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) ინიციატივით ჩატარდა. სემინარი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და 2012 წლიდან ესტონეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით საქართველოში ყოველწლიურად ტარდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)