|
2022-07-25 17:24:52, 1210 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი მწვანე ბიზნესისადმი მიძღვნილ ფორუმს „Green Business Forum 2022”-ს დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გაზეთის „The Financial“ ორგანიზებით გამართულ, მწვანე ბიზნესისადმი მიძღვნილ ფორუმს „Green Business Forum 2022”-ს დაესწრო. ფორუმის მონაწილეებმა მწვანე ეკონომიკისა და ნარჩენების სწორი მართვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „სამინისტრო საკმაოდ აქტიურად არის ჩართული გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელების პროცესში, მუშაობს ცირკულარული ეკონომიკისა და ნარჩენების მართვის სტრატეგიაზე, კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე შედეგების შერბილებაზე, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრევენციასა და გაუდაბნოებასთან ბრძოლაზე. მსგავსი ფორუმები მნიშვნელოვანია გაგრძელდეს სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესსექტორის მონაწილეობით, რათა მეტი გარემოსდაცვითი ინიციატივის იდენტიფიცირება მოხდეს და მეტი კომუნიკაცია გვქონდეს კერძო სექტორთან“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. „Green Business Forum“ 2017 წლიდან იმართება საქართველოში და მისი მიზანია წარმოაჩინოს კომპანიების გარემოსდაცვითი პოლიტიკა, პროექტები და მათი შედეგები, განიხილოს საქართველოს პერსპექტივები მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით და ხელი შეუწყოს ქართული ბიზნესების კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზარზე. ფორუმს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, სხვადასხვა კომპანიის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)