|
2022-07-24 11:40:39, 1019 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - რუსეთი არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს დადებულ პირობას ან გლობალურ ჰუმანიტარულ ვითარებას
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის მიერ ოდესის პორტის დაბომბვას ძალადობის აქტი უწოდა. პრეზიდენტი ფაქტს „ტვიტერის“ გვერდზე გამოეხმაურა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საერთაშორისო შეთანხმების მიღწევიდან ერთი დღის შემდეგ ოდესის პორტის დაბომბვა აჩვენებს, რომ სიტყვას და გლობალურ ჰუმანიტარულ ვითარებას რუსეთისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. „ოდესის დაბომბვა, მხოლოდ ერთი დღის შემდეგ, რაც შეთანხმება გაფორმდა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის უზრუნველსაყოფად, ძალადობრივი აქტია, რომელიც დასაგმობია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს არც საკუთარ სიტყვას და არც გლობალურ ჰუმანიტარულ და მიწოდებასთან დაკავშირებულ ვითარებას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ რუსეთმა და უკრაინამ, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით, ხელი მოაწერეს შეთანხმებას ექსპორტის განახლების მიზნით შავი ზღვის პორტების გახსნის შესახებ, თუმცა მალევე რუსულმა ძალებმა ოდესის პორტის ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)