06:24 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-24 10:58:11, 1120 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციამ ე.წ. მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ე.წ. მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით ჯანდაცვის სფეროს კუთხით გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ დროისათვის დაფიქსირებულია ე.წ. მაიმუნის ყვავილის 16 000-ზე მეტი შემთხვევა 75 ქვეყანაში. ვირუსის აფეთქების პერიოდში გამოვლინდა 5 გარდაცვალების შემთხვევა.

”გადავწყვიტეთ, რომ მაიმუნის ყვავილის გლობალური გავრცელება წარმოადგენს საერთაშორისო შეშფოთების საგანს და  საგანგებო მდგომარეობას”, - განაცხადა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეიესუსმა .

 საგანგებო მდგომარეობა აძლიერებს რესურსებისა და ინფორმაციის კოორდინაციას და გაზიარებას ერებს შორის. 

ტედროსმა დასძინა, რომ ეპიდემია სწრაფად ვრცელდება და არსებობს "შემდგომი საერთაშორისო გავრცელების აშკარა რისკი".

 ჯანდაცვის სფეროში მხოლოდ ორი მსგავსი საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, კორონავირუსის პანდემია და მუდმივი ძალისხმევა პოლიომიელიტის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს საქართველოში მაიმუნის ყვავილის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics