|
2022-07-22 18:43:45, 1005 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი ჰარცელზე - არ იზიარებს, რომ საქართველო მოწინავე ევროპული სტანდარტის ქვეყანაა
ათასი არგუმენტი არსებობს იმის, რითიც შემიძლია, დავადასტურო, რომ საქართველო მოწინავე ევროპული სტანდარტის ქვეყანაა, რასაც არ იზიარებს კარლ ჰარცელი,- ასე აფასებს პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი, საქართველოში ევროკავშირის ყოფილი ელჩის მოღვაწობას საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. ვიცესპიკერმა შეაფასა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადება, სადაც ის ამბობს: „ელჩი დეგნანი, მისი გუნდი და თბილისში ჩვენი საელჩო მოწადინებულია, იმუშაონ ქართველ ხალხთან და მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის რიტორიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს ქართველი მოქალაქეების გადაყვანას ამ მიზნიდან“. ვოლსკის თქმით, უმრავლესობიდან არავინ დაუშვებს დასავლური კურსიდან გადახვევას. "„ქართული ოცნება“ რომ არა, არც მოსახლეობის 85 პროცენტი ეყოლებოდა მხარდამჭერი ევროინტეგრაციას, რადგან ხელისუფლება გადმოვიბარეთ იმ ხელისუფლებისგან, რომელიც რეალურად, ადამიანებს კლავდა, მათ ღირსებას და ქონებას ართმევდა, „ჰარცელს რაც შეეხება, ინფორმაცია, რომელიც ევროსტრუქტურიდან ევროკავშირში მიდიოდა, არ წარმოადგენს იმ რეალობის აღწერას, რომელიც საქართველოში ვითარდება. ათასი არგუმენტი არსებობს იმის, რითიც შემიძლია, დავადასტურო, რომ საქართველო მოწინავე ევროპული სტანდარტის ქვეყანაა, რასაც არ იზიარებს კარლ ჰარცელი და თავის განცხადებაში ამაზე მინიშნება არაერთხელ გააკეთა,"- აცხადებს მმართველი გუნდის წარმომადგენელი.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)