|
2022-07-21 23:09:17, 661 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აზარაშვილი: „თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები კვლავ იაფი იქნება“
„დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი, თითქოს, თურქეთის ბაზრის გახსნის პროექტი კოლაფსის ზღვარზეა. სამწუხაროდ, ეს არის ქვეყნის მტრობა“, - ასე გამოეხმაურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას. როგორც ზურაბ აზარაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში აღნიშნა, 2022 წლის იანვრიდან, საქართველოს მოქალაქეებმა, მედიკამენტებზე 50 მილიონზე მეტი დაზოგეს, შესაბამისად, მათი ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა. რაც შეეხება თურქეთში, მედიკამენტებზე ფასების მატებას, მინისტრის განცხადებით, საქართველოში, თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტები არ გაძვირდება. „თურქეთში, ფასების კორექტირება, პერიოდულად, ხდება და ეს აჟიოტაჟის საფუძველი ნამდვილად არ უნდა იყოს. ზუსტად იგივე მოხდა 2022 წლის თებერვალში, მაგრამ საერთოდ არ ასახულა თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების ფასებზე. ახლაც ასე დაკორექტირდა ლირის ფარმაცევტული კურსი ევროსთან მიმართებით. საქართველოში ამას არანაირი ეფექტი არ შეიძლება ჰქონდეს, რადგან, რეალურად, ფასების კორექტირება თურქეთში, ადგილზე ხდება, საქართველოში კი, მომხმარებელი, ამ მედიკამენტებს ლარში ყიდულობს“. ზურაბ აზარაშვილმა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა დასახელების წამალი სრულად აკმაყოფილებს GDP და GMP საერთაშორისო სტანდარტებს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)