|
2022-07-21 21:41:51, 1114 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ევროპარლამენტარებს ავუხსენით თუ რას ვგულისხმობდით კარლ ჰარცელის ნეგატიურ როლში
რა თქმა უნდა ელჩის საკითხსაც შევეხეთ და ჩვენ განვმარტეთ რას ვგულისხმობთ იმაში, რომ კარლ ჰარცელმა მხოლოდ ნეგატიური როლი შეასრულა ევროკავშირსა და საქართველოს შორის განვითარებულ ურთიერთობებში. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ მომავალი ელჩი იმოქმედებს სხვაგვარად. "რა თქმა უნდა ელჩის საკითხსაც შევეხეთ და ჩვენ განვმარტეთ რას ვგულისხმობთ იმაში, რომ კარლ ჰარცელმა მხოლოდ ნეგატიური როლი შეასრულა ევროკავშირსა და საქართველოს შორის განვითარებულ ურთიერთობებში. ეს არის ფაქტი და ამაზე შეგვიძლია ჩვენს მეგობრებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ. საჯაროდ რაღაცეების საუბრისგან თავს ვიკავებთ, მაგრამ მეგობრებს, ევროპარლამენტარებს შეგვიძლია გავუზიაროთ დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რაში გამოიხატებოდა ის უარყოფითი როლი, რომელიც ყოფილმა ელჩმა შეასრულა ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობებში და კიდევ ერთხელ გამოვთქვით იმედი, რომ მომავალი ელჩი იმოქმედებს სხვაგვარად". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)