|
2022-07-21 11:33:50, 1247 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა ევროპაში გაზის მიწოდება განაახლა
რუსულმა გაზსადენმა „Nord Stream 1“გერმანიისთვის გაზის მიწოდება განაახლა. შეფერხების მიზეზი „ყოველწლიური გეგმური ტექნიკური მომსახურება“ იყო. Reuters-ის მიერ მოპოვებული მონაცემებით, რუსეთიდან გერმანიაში გაზის ნაკადი 29,284,591 კვტ/სთ-ით გადაიცემა დილის 6 საათიდან დილის 7 საათამდე ცენტრალური ევროპული დროით.Nord Stream AG-ის ოპერატორის ცნობით, გაზის ნაკადის გაზრდას გარკვეული დრო დასჭირდება. „მუშაობს“, განუცხადა Nord Stream-ის წარმომადგენელმა Agence France-Presse-ს, სხვა მონაცემების დაზუსტების გარეშე. შეგახსენებთ, რომ გერმანიისკენ მიმავალი Nord Stream 1 მილსადენი 11 ივლისიდან დაიხურა წლიური ტექნიკური სამუშაოების გამო. გერმანელი ოფიციალური პირები შიშობდნენ, რომ მილსადენი - ქვეყნის მთავარი რუსული გაზის წყარო, რომელიც გერმანიის გაზის მიწოდების დაახლოებით მესამედს შეადგენს - შესაძლოა საერთოდ აღარ გახსნილიყო. რუსეტის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიწოდების პრობლემებში დასავლეთს და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ადანაშაულებს. Siemens-ის მიერ აშენებული ტურბინების შეკეთება კანადაში მდებარე ქარხანაში მიმდინარეობს. ოტავამ თავდაპირველად დაბლოკა ტურბინის დაბრუნება სანქციების გამო. გერმანიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უარყვეს ეს განმარტება. შესაბამისად, კრემლის მიერ კონტროლირებადმა ენერგეტიკულმა გიგანტმა გაზპრომმა მაისის ბოლოს შეამცირა გაზის ექსპორტი Nord Stream-ის მეშვეობით ნორმალური სიმძლავრის 40%-მდე და ისევ უფრო მკვეთრად ივნისის შუა რიცხვებში. Nord Stream 1 მილსადენის სრული დღიური სიმძლავრეა დაახლოებით 167 მილიონი კუბური მეტრი გაზი. ტექნიკურ გათიშვამდე გაზპრომი დღეში მხოლოდ 67 მილიონ კუბურ მეტრს ატარებდა. Nord Stream AG-ის სპიკერმა გერმანიის საინფორმაციო სააგენტო dpa-ს განუცხადა, რომ გაზის მიწოდების უახლესი მოცულობა იგივე იყო, რაც ტექნიკური პერიოდის წინ, რაც შეესაბამება მაქსიმალური მიწოდების სიმძლავრის დაახლოებით 40%-ს. Nord Steam 1 იწყება რუსეთში სანქტ-პეტერბურგის ჩრდილოეთით და მთავრდება გერმანიის ბალტიის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე, გრეიფსვალდთან ახლოს.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)