|
2022-07-20 21:01:23, 1143 ნახვა
პოლიტიკა
ლომჯარია - კარლ ჰარცელზე „ ქართული ოცნების“ მხრიდან მსგავსი განცხადებები ჩემთვის მიუღებელია და არის დიდი უსამართლობა
„ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან კარლ ჰარცელზე მსგავსი განცხადებები პოლიტიკურადაც და ადამიანურადაც ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი და არის ძალიან დიდი უსამართლობა. - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. მისივე თქმით, კარლ ჰარცელის ელჩობის დროს გვქონდა ძალიან კარგი შანსი, მათ შორის მისი პერსონიდან გამომდინარე. "ამ ადამიანზე მსგავსი განცხადებები პოლიტიკურადაც და ადამიანურადაც ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი და არის ძალიან დიდი უსამართლობა, იმიტომ რომ ჩვენ კარლ ჰარცელის ელჩობის დროს გვქონდა ძალიან კარგი შანსი, მათ შორის მისი პერსონიდან გამომდინარე, რომ ძალიან წინ ვყოფილიყავით ევროინტეგრაციის გზაზე, სამწუხაროდ ჩვენ ეს არ გამოვიყენეთ". - განაცხადა სახალხო დამცველმა. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები მიზანმიმართულად ცდილობენ საქართველოში ევროპარლამენტარების დისკრედიტაციას, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები, რომელიც ასევე მიმართულია ევროინტეგრაციის დისკრედიტაციისკენ.
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)