|
2022-07-20 18:15:08, 1126 ნახვა
პოლიტიკა
ვიოლა ფონ კრამონი -ჩვენ დიდი ინვესტიციები ჩავდეთ საქართველოში და გვინდა, რომ ამ ინვესტიციამ შესაბამისი შედეგი გამოიღოს
გვინდა დაგეხმაროთ, რომ თქვენი ევროპული მისწრაფებები ბოლომდე იქნას მიყვანილი. - ამის შესახებ ევროპარალმენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პარლამენტში, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, არსებობს კრიტერიუმები და ეს კრიტერიუმები უნდა შესრულდეს. "ჩვენ, ევროპარლამენტარები, საქართველოს, ქართველი ხალხის მეგობრები ვართ და გვინდა, რომ დაგეხმაროთ იმაში, რომ თქვენი ევროპული მისწრაფებები ბოლომდე იქნას მიყვანილი. თუმცა, მანამდე არსებობს კრიტერიუმები და ეს კრიტერიუმები მაგიდაზე დევს. ჩვენ დიდი ინვესტიციები ჩავდეთ ამ ქვეყანაში, როგორც პირადი, ასევე პოლიტიკური და ფინანსური. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ამ ინვესტიციამ შესაბამისი შედეგი გამოიღოს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები მიზანმიმართულად ცდილობენ საქართველოში ევროპარლამენტარების დისკრედიტაციას, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები, რომელიც ასევე მიმართულია ევროინტეგრაციის დისკრედიტაციისკენ.
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)