|
2022-07-20 16:35:08, 925 ნახვა
პოლიტიკა
ჯონსონი - დარჩით უკრაინელების გვერდით, დაიცავით თავისუფლება და დემოკრატია
დარჩით უკრაინელების გვერდით, დაიცავით თავისუფლება და დემოკრატია. - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა საკუთარ ბოლო მიმართვაში განაცხადა. მისივე თქმით, მომდევნო პრემიერ-მინისტრმა უნდა შეამციროს გადასახადები და მოხსნას რეგულაცია ყველგან, სადაც შეუძლია, რათა ბრიტანეთი იყოს მსოფლიოში საუკეთესო ადგილი საცხოვრებლად. "მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს და რჩევა მივცე მომდევნო პრემიერმინისტრსა და კონსერვატიული პარტიის ლიდერს, ვინც არ უნდა იყოს ის დარჩით უკრაინელების გვერდით, დაიცავით თავისუფლება და დემოკრატია ყველგან და ყოველთვის! შეამცირეთ გადასახადები და მოხსენით რეგულაცია ყველგან, სადაც შეგიძლიათ, რათა ბრიტანეთი იყოს მსოფლიოში საუკეთესო ადგილი საცხოვრებლად და ინვესტიციებისთვის.... Hasta la vista, baby". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ 7 ივლისს განაცხადა. ამის შესახებ ჯონსონის მიმართვიდან გახდა ცნობილი. გარდა ამისა, ბორის ჯონსონმა დატოვა მმართველი პარტიის ლიდერის თანამდებობა.
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)