|
2022-07-20 15:33:40, 682 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ბიძინა ივანიშვილს არ მიესადაგება ოლიგარქის ცნება, მაგრამ მიესადაგება არაერთ ისეთ პირს, რომელიც აფინანსებს ოპოზიციას
ფაქტებით დადასტურებულია, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მიესადაგება ოლიგარქის ცნება - ერთია თანხა, მაგრამ არის სხვა კრიტერიუმები, ეს არის პოლიტიკაზე გავლენა, მედიაზე გავლენა, ამ შემთხვევაში სწორედ ეს კრიტერიუმები არ არის სახეზე - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხვალ შეხვდება თბილისში მყოფ ევროპარლამენტარებს და საუბარი შეეხება ყველა თემას, მათ შორის დეოლიგარქიზაციასაც. „ხვალ მაქვს შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, რომლებიც ჩამოსული არიან თბილისში, ყველა თემაზე გვექნება საუბარი, ჩვენს ხედვებთან, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან, მათ შორის დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებების მოსმენა ამაზე. ჩვენ მათ გავაცნობთ რეალურ სიტუაციას, მათ შორის მტკიცებულებების დონეზე, ვის შეუძლია მიესადაგოს მაგალითად ოლიგარქის უკრაინული ცნება და ვის არა. მე რამდენჯერმე უკვე ვთქვი და ფაქტებით დადასტურებულია, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მიესადაგება ეს ცნება - ერთია თანხა, მაგრამ არის სხვა კრიტერიუმები, ეს არის პოლიტიკაზე გავლენა, მედიაზე გავლენა და ამ შემთხვევაში სწორედ ეს კრიტერიუმები არ არის სახეზე. აქედან გამომდინარე, არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მიესადაგება ოლიგარქის ცნება, მაგრამ ეს ცნება მიესადაგება არაერთ ისეთ პირს, რომელიც აფინანსებს ოპოზიციას“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)