|
2022-07-20 13:14:14, 489 ნახვა
პოლიტიკა
დედაქალაქის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების შესყიდვას განაგრძობს
დედაქალაქის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის პროცესს განაგრძობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, ჯამში, 53 ბინაა შესყიდული. „მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია უსახლკაროთა საცხოვრებელებით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. 53 ბინა არის შეძენილი და ხდება ამ ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება. უსახლკაროს სტატუსი, დაახლოებით, 400-მდე ოჯახს აქვს. ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, რომ არცერთი უსახლკარო თბილისელი საცხოვრებელი ფართის გარეშე არ დარჩება. ყველას გვერდით დავუდგებით და მომდევნო წლების განმავლობაში, ყველა ასეთი ოჯახი ბინებით იქნება დაკმაყოფილებული. ვისაც სტატუსი ჯერ არ აქვს, უნდა მიმართოთ შესაბამის უწყებას, რომელიც აგიხსნით, თუ რა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ სტატუსის მისაღებად“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერია წლის ბოლომდე უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის დამატებით, სამი ბინის შესყიდვას გეგმავს.
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)