|
2022-07-19 22:31:01, 1406 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შეფასების უმაღლეს საფეხურზეა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2022 წლის 19 ივლისს გამოქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოს მასშტაბით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასების შესახებ. გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შეფასების უმაღლეს საფეხურზეა და კვლავ ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს. ამავე დოკუმენტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები უფლებამოსილი არიან, საქმეში ჩაერთონ გამოძიების დაწყების მომენტიდან. ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის კოორდინატორებმა კვალიფიციური დახმარება გაუწიეს ტრეფიკინგის 8 მსხვერპლს და 10 მოწმეს. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი არაერთი სპეციალიზებული დანაყოფი, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შემადგენლობაში არსებული ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო და 6 მობილური ჯგუფი. დოკუმენტში აგრეთვე ხაზგასმულია აჭარის რეგიონში მოქმედი სპეციალისტთა ჯგუფის - ე.წ. TASK FORCE-ის საქმიანობა, რომელიც დაკომპლექტებულია სპეციალიზებული გამომძიებლებითა და პროკურორებით. ანგარიშს ტრადიციულად თანდართული აქვს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებასა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის გაუმჯობესებასზე.
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)