|
2022-07-19 21:41:11, 1107 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება არავის და მათ შორის არც ჩვენი დაცვა
ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება არავის და მათ შორის არც ჩვენი დაცვა. - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ივანიშვილმა იქით შეიძლება დაიცვას ძალიან ბევრი ადამიანი. "ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება არავის და მათ შორის არც ჩვენი დაცვა. იქით შეიძლება დაიცვას ძალიან ბევრი. მთავარი საზრუნავი არის არა ის, რომ კონკრეტულ პირს გავუფრთხილდეთ, თუმცა ესეც შეიძლება იყოს ჩვენი საზრუნავი, რადგან ეს კაცი ჩვენი დამფუძნებელია, არამედ ის, რომ როდესაც ოლიგარქიულ მმართველობას გაბრალებენ, ეს არის ზიანის მიყენება ჩვენი სახელმწიფოსთვის". - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები მიზანმიმართულად ცდილობენ საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის დისკრედიტაციას, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები, რომელიც ასევე მიმართულია ევროინტეგრაციის დისკრედიტაციისკენ.
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)