|
2022-07-19 16:42:18, 1148 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი სოსო გოგაშვილზე - არსებობს ეჭვი და საფუძვლები, რომ ეს ადამიანი მის თანამდებობას იყენებდა ბოროტად
გამოძიება არის ისეთ საქმე, როდესაც მრავალ მხრივ, სხვადასხვა მიმართულებით, მუშავდება ბევრი ვერსია - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას სოსო გოგაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. ,,გამოძიება არის ისეთ საქმე, როდესაც მრავალ მხრივ, სხვადასხვა მიმართულებით მუშავდება ბევრი ვერსია. თუკი, არსებობს კითხვები კონკრეტული ქონების წარმომავლობასთან დაკავშირებით; თუკი, არსებობს ეჭვები, როგორ შეიძლებოდა პირს ეს ქონება დაეგროვებინა. თუკი, არსებობს ეჭვი და არსებობს კონკრეტული საფუძვლები, რომ ეს ადამიანი მის თანამდებობას შესაბამისი ინფორმაციის ფლობის ფარგლებში ხომ არ იყენებდა ბოროტად და ხომ არ შეიძლება, დავუშვათ ამ მიმართულებით მუშაობა, რომ ხომ არ ხდებოდა სახელმწიფო საიდუმლოების, თუ შესაბამისი ინფორმაციის გაცვლა სხვა რამის სანაცვლოდ. ბევრი მიმართულებაა, მე უბრალოდ ვერ გეტყვით. მე, როგორც იურისტი, შემიძლია გითხრათ, რომ გამოძიებას შეუძლია ამ მიმართულებით განავითაროს მუშაობა და, რა თქმა უნდა, თუკი არსებობს საფუძვლიანი ეჭვები, შეიძლება ეს ლეგიტიმურად გახდეს გამოძიების წარმოების საფუძველი,’’ - განაცხადა ოხანაშვილმა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)