|
2022-07-19 12:39:50, 1150 ნახვა
რეგიონი
კასპში, სოფელ ბოჟამში მისასვლელი გზის მოწყობის ფარგლებში, ასფალტის მეორე ფენის დაგება დასრულების პროცესშია
კასპის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზისპირა, მაღალმთიან სოფელ ბოჟამში მისასვლელი გზის მოწყობა/მოასფალტების პროექტის ფარგლებში ასფალტის მეორე ფენის დაგება დასრულების პროცესშია. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასფალტის დაგებამდე მოეწყო გზის საფუძველი და რკინა ბეტონის კიუვეტები. ასევე დაგეგმილია გზის გადამკვეთების და ეზოში შესასვლელებზე ცხაურის მოწყობა. სოფელ ბოჟამთან მისასვლელი 2 567 გრძივი მეტრი გზის რეაბილიტაციას შპს „ენ-დი როუდი“ახორციელებს, რომელიც მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 225 655 ლარია. როგორც კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ განაცხადა „საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მერიისთვის პრიორიტეტულია, განსაკუთრებით კი სოფლად მისასვლელი რათა მოსახლეობას ეს პრობლემა არ აწუხებედეს“. #საგზაოინფრასტრუქტურაკასპი2022
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)