|
2022-07-18 18:53:37, 1241 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ჩხიკვაძეზე - მარტივად გატარება არ შეიძლება, როდესაც მოსამართლე ასეთ ბრალდებას აყენებს
სკანდალური ინფორმაციაა, რაც გაავრცელა ამ მოსამართლემ, პრაქტიკულად ბრალდებაა წაყენებული კონკრეტული დიპლომატის, კონკრეტული საელჩოს თანამშრომლის მიმართ. - განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის განცხადებაზე. მისივე თქმით, არავის უნდა ჰქონდეს უფლება მათ შორის არც დეპუტატს, პოლიტიკოსს და არც დიპლომატს, დაიბაროს რომელიმე მოსამართლე და მოსთხოვოს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. "სკანდალური ინფორმაციაა, რაც გაავრცელა ამ მოსამართლემ, პრაქტიკულად ბრალდებაა წაყენებული კონკრეტული დიპლომატის, კონკრეტული საელჩოს თანამშრომლის მიმართ. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, მკაფიო პასუხის გაცემა. რა თქმა უნდა, როდესაც მოსამართლე, რომელსაც საქართველოს სახელით გამოაქვს გადაწყვეტილებები, ასეთ ბრალდებას უყენებს დიპლომატს, ამას სჭირდება მკაფიო პასუხი, ანუ უნდა გავერკვეთ, სინამდვილეში რაში იყო საქმე. რა თქმა უნდა, არავის უნდა ჰქონდეს უფლება მათ შორის არც დეპუტატს, პოლიტიკოსს და არც დიპლომატს, დაიბაროს რომელიმე მოსამართლე და მოსთხოვოს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. და თუ მით უმეტეს საქმე იმას ეხება, რომ ამ საქმის გამო ვიზიტიც გაუქმდა, ეს საერთოდ კატასტროფაა, ეს არის როგორც ვენის კონვენციის დარღვევა, ასევე, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა და ამას, ბუნებრივია, სჭირდება ჩაძიება. ამის მარტივად გატარება არ შეიძლება, როდესაც მოსამართლე ასეთ ბრალდებას აყენებს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ აშშ-ს საელჩომ გვარამიას საქმეზე ანგარიში მოსთხოვა და პროგრამიდან მოხსნა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)