|
2022-07-16 10:19:24, 1116 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აზარაშვილმა აბასთუმანში ამბულატორია გახსნა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, აბასთუმანში, ამბულატორია და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება გახსნა. სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე აპარატურით და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტდა. აღსანიშნავია, რომ ამბულატორია აღჭურვილია ტელემედიცინის აპარატით, რომელიც პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისებზე შეუფერხებელ და ფართო წვდომას უზრუნველყოფს. ტელემედიცინის პორტატიული აპარატი პაციენტს შესაძლებლობას აძლევს, სოფლის ექიმის დახმარებით, ადგილზევე ჩაიტაროს კარდიოლოგიური, ოფთალმოლოგიური, ოტორინოლარინგოლოგიური ან დერმატოლოგიური კვლევა; კვლევის შედეგებსა და მონაცემებს „ონლაინ“ რეჟიმში ადევნებს თვალს შესაბამისი პროფილის სპეციალისტი, რის შემდეგაც პაციენტი კონსულტაციასა და დანიშნულებას დისტანციურად იღებს. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდა, უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია, საკურორტო ზონაში კი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისი და პირველადი სამედიცინო მომსახურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)