|
2022-07-15 22:21:20, 1569 ნახვა
პოლიტიკა
ჯანგირაშვილი - კავკასიის ტელევიზია უკიდურესად მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია
კავკასიის ტელევიზია უკიდურესად მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია. - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა. მისივე თქმით, თუნდაც 1 ლარი, რომელსაც კავკასიის მხარდასაჭერად გაიღებთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი–როგორც ფინანსურ ექვივალენტში, ასევე გამხნევებისთვის. "ჯერ კიდევ ვთვლი, რომ შესაძლებელია ამ ვითარებიდან გამოძვრომა და არის შანსი, მომავალში აქ კარგი რაღაცეები გაკეთდეს. თუმცა, მომავალი არ იქნება, თუ ახლა არ გადავრჩით. ვმუშაობთ რამდენიმე გრძელვადიან გამოსავალზე, თუმცა დროის მოკლე მონაკვეთში თქვენი მხარდაჭერაა ერთადერთი გამოსავალი. მოკლედ, ნებისიერი თანხა, თუნდაც 1 ლარი, რომელსაც კავკასიის მხარდასაჭერად გაიღებთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი–როგორც ფინანსურ ექვივალენტში, ასევე გამხნევებისთვის. თუ თვლით, რომ ოდესმე რამე, თუნდაც ძალიან მცირე, კარგი გაგვიკეთებია, ან მომავალში არის შანსი რომ რამე გავაკეთოთ, დაგვიჭირეთ მხარი. მადლობა ყველას წინასწარ. ძალიან მერიდება ეს თხოვნა, მაგრამ მგონი არაუშავრს, თუ ხანდახან აღიარებ, რომ უბრალოდ გაიჭედე და ადამიანებს დახმარებისთვის მიმართავ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ფინანსურ დახმარებას საჭიროებს „მთავარი არხიც“, რომელიც ასევე მძიმე კრიზის პირას იმყოფება.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)