|
2022-07-15 21:01:04, 1163 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - ევროპარლამენტის დეკუბილიუსიზაცია უნდა დაიწყოს
ევროპარლამენტის დეკუბილიუსიზაცია უნდა დაიწყოს. - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკიმ. მისივე თქმით, ასევე სავსებით უტაქტოა, ყოველგვარ ზღვარს გადასულია ევროპარლამენტარების განცხადებები გინდა ბიძინა ივანიშვილის, გინდა მმართველი პარტიის თუ ხელისუფლების მიმართ. "ევროკავშირი არ არის კუბილიუსი. კუბილიუსიზაცია არის საკმაოდ დიდი საფრთხე, რომელიც შეიძლება ევროპარლამენტს დაემუქროს. იუკნევიჩიენეც ამ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ, ეს ლიეტუვის ყოფილი თავდაცვის მინისტრია, რომელიც ამ პოზიციას კუბილიუსის დროს იკავებდა და ბევრი თემაა, რომელიც საკმაოდ სერიოზულ ეჭვებს აჩენს. ასევე სავსებით უტაქტო, ყოველგვარ ზღვარს გადასულია მათი განცხადებები გინდა ბიძინა ივანიშვილის, გინდა მმართველი პარტიის თუ ხელისუფლების მიმართ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროპარლამენტი არ არის იუკნევიჩიენე და არც კუბილიუსი, მითუმეტეს არ არის ევროკავშირი. სულ სხვა გამოწვევები დგას მსოფლიოს წინაშე და ევროკავშირი ამ თამაშებში არ ღებულობს მონაწილეობას, რომელიც ნაცმოძრაობამ მოგვახვია თავს. ევროპარლამენტის დეკუბილიუსიზაცია უნდა მოხდეს". - განაცხადა გია ვოლკიმ. შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს მათ აორია დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)