|
2022-07-15 19:41:26, 974 ნახვა
პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებზე ასეთი ჯაშუშობა დასრულდეს, ეს ცუდია ევროპული პერსპექტივისთვის
მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებზე ასეთი ჯაშუშობა დასრულდეს, ეს ცუდია ევროპული პერსპექტივისთვის. - განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ. მისივე თქმით, ეს ამბავი კიდევ უფრო ცუდ რეპუტაციას უქმნის ამჟამინდელ მთავრობას. "ეს ამბავი კიდევ უფრო ცუდ რეპუტაციას უქმნის ამჟამინდელ მთავრობას. რადგან ეს ჩანაწერები გამოაქვეყნეს სახელმწიფო არხებზე. ეს ნიშნავს, რომ გარკვეულ სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანიზაციებთან არის დაკავშირებული. თუ ეს მართლაც ასეა, ეს კრემლის სტილია. რა თქმა უნდა, ეს ხდება სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად უოთერგეითის სკანდალი მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაგრამ ამას მოჰყვა გამოძიება და ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომა. ასე რომ, თუ გამოძიება ჩატარდება, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ჯაშუშობა ჟურნალისტებზე დასრულდეს. რა თქმა უნდა, ეს ცუდია ევროპული პერსპექტივისთვის. ყველაფერი, ყველა ეს მოვლენა რომელიც ანგრევს დემოკრატიულ პროცესს, ასევე ანგრევს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. რა თქმა უნდა, ასეა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ ჟურნალისტების პირადი მოსმენის ჩანაწერები გასაჯაროვდა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)