|
2022-07-15 18:04:55, 1038 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ევროპული პერსპექტივა არის ამ ქვეყნის ერთადერთი მომავალი და არავის აქვს უფლება ამ გზიდან გადაგვიყვანოს
არც ბულინგისა და არც ზეწოლის გამო არ ვაწერ ხელს რიგგარეშე სესიის მოწვევას,- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მისივე თქმით, ევროპული პერსპექტივა არის ამ ქვეყნის ერთადერთი მომავალი და არავის აქვს უფლება ამ გზიდან გადავიდეს. „მინდა საზოგადოებისთვის გასაგები იყოს რატომ მოვაწერე ხელი რიგგარეშე სესიის დანიშვნას. პირველ რიგში, მინდა იყონ ნათელი რომ არც ბულინგისა და არც ზეწოლის გამო არ ვაწერ ხელს. მოვაწერე ხელი იმიტომ რომ დღეს ქვეყნის წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევაა არის ის 12 რეკომენდაცია, რომელიც მივიღეთ ევროკომისიისგან და ჩვენ ის უნდა შევასრულოთ 7 თვეში. მიმაჩნია, რომ სესია არის სრულიად გამართლებული და არ არის გამართლებული ახლა შესვენება. მოვუწოდებ ოპოზიციას და უმრავლესობას ყველა კომიტეტსა და საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა მიიღონ. იმისთვის, რომ მისაღები კანონები დროულად მივიღოთ. დეპოლარიზაციის საკითხი ჩვენ ერთად ყოფნით და პარლამენტში ყოფნით, დიალოგით უნდა გადავწყვიტოთ. ეს არის ამ ქვეყნის ერთადერთი პერსპექტივა და არავის აქვს უფლება ამ გზიდან გადაგვიყვანოს,"- განაცხადა ზურაბიშვილმა.
რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს ოპოზიციამ მიმართა. ამასთან, დღეს, 18:00 საათზე პრეზიდენტს ბრიფინგი აქვს ჩანიშნული. პარლამენტში ოპოზიციური პარტიების ნაწილი რიგგარეშე სხდომის მოწვევა, რათა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე ემსჯელათ. სხდომის ჩანიშვნის წინააღმდეგია ქართული ოცნება.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)