|
2022-07-15 16:37:15, 988 ნახვა
პოლიტიკა
ოქრიაშვილი - „ოცნება“ საარჩევნო ბარიერის დაწევაზე საკუთარ თავს ევაჭრება - „მოქალაქეები“ და „გირჩი“ „ქართული ოცნების“ ტოტები არიან!
ვეხმაურები ბატონი პაპუაშვილის განცხადებას, რომ ევროკავშირის მიერ მოთხოვნილ 12 პუნქტს დეკემბრამდე შეასრულებენ და თითქოს, ოპოზიცია მათ საარჩევნო ბარიერის 5 %-დან 2 %-მდე დაწევაზე ევაჭრება,- აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი. მისივე თქმით, 2 %-იანი ბარიერით ვაჭრობის თემა გათვლილია არაინფორმირებულ ადამიანებზე. რეალურად, ბარიერის დაწევით დაინტერესებულნი არიან პატარა პარტიები, როგორებიცაა „მოქალაქეები“ და „გირჩი“. ისინი „ქართული ოცნების“ განშტოება-ტოტები არიან და მათი საშუალებით, „ოცნება“ ქმნის სურათს, როგორ ევაჭრება მათ ოპოზიცია. „ოცნება“ თავის თავს ევაჭრება, რასაც ქართული საზოგადოება მშვენივრად ხედავს. "ვეხმაურები ბატონი პაპუაშვილის განცხადებას, რომ ევროკავშირის მიერ მოთხოვნილ 12 პუნქტს დეკემბრამდე შეასრულებენ და თითქოს, ოპოზიცია მათ საარჩევნო ბარიერის 5 %-დან 2 %-მდე დაწევაზე ევაჭრება. 2 %-იანი ბარიერით ვაჭრობის თემა გათვლილია არაინფორმირებულ ადამიანებზე. რეალურად, ბარიერის დაწევით დაინტერესებულნი არიან პატარა პარტიები, როგორებიცაა „მოქალაქეები“ და „გირჩი“. ისინი „ქართული ოცნების“ განშტოება-ტოტები არიან და მათი საშუალებით, „ოცნება“ ქმნის სურათს, როგორ ევაჭრება მათ ოპოზიცია. „ოცნება“ თავის თავს ევაჭრება, რასაც ქართული საზოგადოება მშვენივრად ხედავს. რეალურად, შესასრულებელი გვაქვს 12 რეფორმა და ამ 12-დან ერთი საკითხის, საარჩევნო სისტემის ცვლილების ნაწილში, ბარიერის დაწევის თემა საკმაოდ მნიშვნელოვანი პუნქტია. მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს, „ნაციონალური მოძრაობას“, პარტიას „საქართველოსთვის“ და შესაძლოა, უკვე სხვებსაც, ისედაც 5 %-ზე მაღალი რეიტინგი აქვთ, რაც ძალიან კარგია. ასე რომ, „ქართული ოცნება“ ევაჭრება საკუთარ განშტოებებს და მორიგ პილიტიკურ აფერისტობას სთავაზობს საზოგადოებას. ვისაც „ოცნება“ ევაჭრება, ის არ არის ოპოზიცია - მათივე შემადგენლობაა," - აცხადებს ოქრიაშვილი.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)