01:06 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-15 15:04:40, 1251 ნახვა

ეკონომიკა
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 22 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო საქონელი შეიძინეს

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის 10 მაისიდან ამოქმედდა.

პროგრამის ფარგლებში, 188,000  ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა  აგრობარათი უკვე გააქტიურა; სპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტებში უკვე განაღდებულია 22,872,676 ლარი.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდიას იღებენ 0.25 ჰა-დან - 1.25 ჰა-ის ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით. აგროქულების განაღდება, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 500-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი.

აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2022 წლის 30 ნოემბერია.

აგრობარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად, ბანკში ვიზიტამდე, ბარათზე ქულების დარიცხვის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე https://myliberty.ge/?id=agro

პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზისა (1501) და ლიბერთი ბანკის ცხელი ხაზის (2 55 55 00) მეშვეობით.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics