|
2022-07-15 14:45:19, 854 ნახვა
პოლიტიკა
მაჭარაშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე - ამ საკითხზე აშშ-ის საელჩოს პოზიცია გვაინტერესებს
მაშინ, როდესაც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და მის საქმიანობაში ჩაურევლობაზე ვსაუბრობთ, ყოვლად დაუშვებელია ის, რაც ვიხილეთ, - ასე ეხმაურება ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი. მაჭარაშვილის თქმით, მოსამართლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე აშშ-ს საელჩოს პოზიცია საინტერესოა. „რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოზიცია გვაინტერესებს. ჩვენ ბევრი რეფორმა განვახორციელეთ, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, მაგრამ რაც მოვისმინეთ, დაუშვებელია, რადგან მოსამართლის განცხადებაში მითითებული ფაქტი, რომ აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელმა მას კონკრეტულ საქმეზე ანგარიში მოსთხოვოს, ეს მართლმსაჯულების საქმიანობაში ჩარევაა. ასევე მოვისმინეთ ევროპარლამენტარ გალერის სააპელაციო სასამართლოს მიმართ მოწოდება, რომ ნიკა გვარამია გაამართლოს. საინტერესოა, თავისი ქვეყნის სასამართლოს თუ მიმართავს და ეტყვის, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო. შესაბამისად, ყველამ ნება უნდა იბოძოს და პატივი სცეს იმ ფუნდამენტურ პრინციპს, რასაც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა ჰქვია", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)